ოჯახების ჩართულობა შვილების აღზრდა-განათლების პროცესში - izrune.ge-ს 2025 წლის გეგმები და მოსალოდნელი შედეგები
26-05-2024

ყველაზე ეროვნული  და ამავე დროს ძალიან მასშტაბური, აღზრდა-განათლების პროცეს(ებ)ში ოჯახების სისტემურად ჩართულობის თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტის „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერებისთვის“ პრეზენტაცია დასრულდა. 

ღონისძიების ფარგლებში საზეიმო ვითარებაში  დაჯილდოვდნენ გამორჩეული მოსწავლეები, რომლებიც izrune.ge-ში არიან ჩართულები და ბეჯითად ასრულებენ ტესტირებებს. 

აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოებაში, რომელშიც საპატიო სტუმრები და განათლების დარგის სპეციალისტები შედიან, დიდი ინტერესი გამოიწვია პროექტის საჭიროებებსა და დროულობასთან გამართულმა დისკუსიამ. 

მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ  izrune.ge-ს შეუძლია და უკვე ახდენს გავლენას მოსწავლეებისთვის განათლების ხარისხზე. ამასთან, როგორც  სპეციალისტებმა დისკუსიის ფარგლებში განაცხადეს,  დაწყებითი საფეხურებიდან მოსწავლეთა izrune.ge-ში ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს მათი უნარების განვითარებაზე და უადვილებს, როგორც ახალი მასალის ათვისებას, ისე უკვე განვლილი პროგრამის ცოდნის განმტკიცებას. 


შეხვედრის ბოლოს სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება პროექტის ავტორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც უკვე მომავალი წლიდან ელოდება.

2025  წლიდან მიღწევადი  ძირითადი შედეგები:

 - ძალიან ბევრ კონკრეტულ ოჯახში  შვილ(ებ)ის წარმატების  სიხარულით გამოწვეული   ოჯახური ბედნიერების განცდა !

-   მოსწავლეთა  მასობრივი მოტივაციით განათლების საერთო დონის ამაღლება !

-    მრავალი კონკრეტული სკოლის წარმატებულ მაგალით(ებ)ზე სასკოლო ცხოვრების პოპულარიზაცია !

გოჩა ტყეშელაშვილმა  აღნიშნა, რომ საბოლოოდ პროექტის მიზანია, გავზარდოთ განათლებული, ბედნიერი და წარმატებული თაობა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება შრომით ბაზარზე და შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას. 

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:

„შთამბეჭდავი ღონისძიება იყო. ეს პროექტი სრულიად მიმართულია ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და განათლებაზე. 100 პროცენტით მასშტაბური პროექტია, მიხარია რომ ბევრი წინაღობის მიუხედავად, მაინც გრძელდება. ამ ყველაფრისთვის ბატონ გოჩას უდიდეს მადლობას ვუხდი” - აღნიშნა მარინე ქანთარიამ.

„ხობიდან ჩამოვედი, ჩემი ნათესავის შვილი ჩამოვიყვანე, ძალიან უნდოდა და მთელი გულით მოიჩქაროდა თქვენკენ. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ჩაერთვება და გვიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ… წარმატება თითოეულ იზრუნეს“, - ასე შეაფასა ეროვნული პროექტი ქალბატონმა ელისომ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. კარგ საქმეს ემსახურება ეს პროექტი და ჩვენც წელიწადზე მეტია, აქტიურად ვართ ჩართულები... მომავალ წელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს პროექტი ბავშვებს საჭირო უნარებს უვითარებს” - განაცხადა ერთ-ერთი იზრუნელის მშობელმა, ვერიკო პაატაშვილმა.

თეონა ასლანიძემ კი დასძინა: „ძალიან კარგი პროექტია, მასშტაბური და მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხის ზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

ბავშვებიც მოტივირებულები არიან, ჩემი შვილი მეორე თვეა ჩაერთო „იზრუნეში“ და ძალიან კმაყოფილია, ჯამში ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მის განვითარებაზე დადებითად აისახება. დღევანდელი ღონისძიება დაუვიწყარი გახლდათ“.


ღონისძიების მხარდამჭერები: „ახალი ნათება“, „კულა“, „ტუზ-მოტორსი“

   


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203