„საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტიც“, რომლის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მომდინარეობს და რომელსაც ერთგულ იზრუნელებსა თუ მათ მშობლებთან ერთად, საპატიო სტუმრები, izrune.ge-სა და „ეტალონის“ თანამოაზრეები და განათლების სფეროს გულშემატკივრები ესწრებიან.
მათ შორის გახლავთ მამა იოანე, საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომელმაც პატრიარქის კურთხევით დალოცა ღონისძიების მონაწილეები, სტუმრები და უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიმართვა-წერილი გადასცა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.
პატრიარქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს წარმატებული მედიაპროექტით „ეტალონი“.
ამჟამად კი იგი გვაცნობს ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლე-ახალგაზრდების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისათვის მიზნად ისახავს მათი ცოდნის ამაღლების ხელშეწყობას. სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას, წახალისებას, და ამასთან ოჯახისა და სკოლის ურთიერთობების გაღრმავებას.
ეს უდიდესი საქმეა და ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს, ღმერთმა შეაძლებინოს ბატონ გოჩას და მის თანამდგომთ ყოველივე ამის განხორციელება ფართო მასშტაბით.
ღმერთმა დალოცოს ისინი და ყველა, ვინც ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის ღვთისსათნოდ იღვწის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II
ღონისძიების მხარდამჭერები: „ახალი ნათება“, „კულა“, „ტუზ-მოტორსი“