სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლის ინტერესს უღვივებენ და განწყობას უმაღლებენ.
ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი იყო I კლასელთა ღონისძიება, სადაც ბავშვებმა ანბანი გააცილეს.
„მაიკო მასწავლებელთან ერთად, გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს.
ჩვენმა პატარებმა საოცარი გარემო დაახვედრეს მობრძანებულ სტუმრებს. ულამაზესი სცენა და გამოპრანჭული პატარების ნახვა ძალიან ამაღელვებელი იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული ღონისძიებით იქ მყოფი თითოეული ადამიანი აღფრთოვანებული დარჩა.
„საოცრად ჭკვიანები და კარგები ხართ ბავშვებო. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობას ვუხდით უძვირფასეს მშობლებს.
განსაკუთრებული მადლობა მაიკო მასწავლებელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას, განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: