თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის „ბოლო ზარი“ შვიდი მე-12 კლასელისთვის საზეიმოდ დაირეკა.
სასკოლო ცხოვრების დასასრული, დაუვიწყარი 12 წელი და გამომშვიდობება მშობლიურ სკოლასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და უმცროს მეგობრებთან - ემოციებით სავსე დღე, რომელიც სამუდამოდ დაილექება ახალგაზრდების მეხსიერებაში.
წელს, სკოლა 6-მა ვაჟმა და 1-მა გოგონამ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ბოლო გაკვეთილი ჩაატარეს დაწყებითი კლასის მასწავლებელმა: ირინე არჩვაძემ და XII კლასის დამრიგებელმა გუგული ხუჯაძემ.
პედაგოგებმა ახალგაზრდებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და ბედნიერი მომავალი უსურვეს ცხოვრების ახალ გზაზე.
აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს გაიმართა გამოსაშვები წვეულება. მოსწავლეები და მასწავლებლები სიყვარულითა და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები: