„ეკოლგიური პრობლემები და გარემოსდაცვით განათლება“ - აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ
27-05-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლა სხვადასხვა პროექტში წარმატებით ერთვება.

ახლახან, აკეთის საჯარო სკოლასა და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობა შედგა.

ურთიერთანამშრომლობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტით დაფინანსებული პროექტის -„აქტიური თაობა“ ფარგლებში. 

მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი - „ეკოლგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი განათლება“.

ტრენერებმა: მარიამ ბერიძემ და ლანა თოფურიამ საინტერესოდ წარმართეს ტრენინგის აქტივობები, განიხილეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, ატმოსფეროს და წყლის დაბინძურება, ნარჩენების მართვის სწორი მენეჯმენტი, პრობლემების აღმოფხვრის გზები და ქიმიური (ტოქსიკური) ნივთიერებების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეებმა შეასრულეს საინტერესო აქტივობები, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს ხედავენ თავიან სოფელში.

ასევე, ბავშვებმა განიხილეს, როგორია მათი ჩართულობა ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის პროცესში, შექმნეს რესურსები, მოამზადეს მაკეტი მეორადი გამოყენებადი ნივთების ნარჩენებისგან, აგრეთვე განახორციელეს მინიატურული თამაში.

ტრენინგი იყო მეტად პროდუქტიული, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას. 

აქტიური მოსწავლეები ორგანიზაციამ სიგელებით დააჯილდოვა. ბოლოს პროექტი შეჯამდა. 

„მივაღწიეთ  დასახულ მიზანს, შევძელით ეკოცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, მშობლებლებსა და მოსახლეობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ორგანიზატორი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლეილა გოგელია გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203