მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ განსაკუთრებულ, საზეიმო გარემოში დაირეკა.
კურსდამთავრებულთათვის სკოლაში შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება მოეწყო. მე-12 კლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთულმა გარემომ სასკოლო საზოგადოებას განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
დირექციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: