ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითაა დატვირთული, ამჯერად კი, სასკოლო საზოგადოების ინტერესის სფერო კლასიკური მუსიკა აღმოჩნდა.
პედაგოგის - დალი გუგეშაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „ვენის კლასიკოსები“. პედაგოგმა წაიკითხა ლექცია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ბიოგრაფიასა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ, სადაც განხილული იყო გენიალური კომპოზიტორის ღირსშესანიშნავი ნაწარმოებები: „მთვარის სონატა“, მე-5 სიმფონია, მე-9 სიმფონია, ბეთჰოვენის „ზაზუნა“ და „ელიზე“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოჩენილი იყო პოეზია (გ.ტაბიძის ლექსზე) ბეთჰოვენის მუსიკალური ნაწარმოების თანხლებით.
მოსწავლეებთან ერთად პედაგოგმა გააანალიზა თუ როგორ გადმოიცა მუსიკალური ნაწარმოებები (მთვარის სონატა, ელიზე) ფერწერული ნამუშევრებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა, მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინეს კლასიკური მუსიკისადმი და გამოთქვეს სურვილი ხშირად ჩატარდეს ამგვარი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: