ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი საზეიმოდ „გააცილეს“, ნაყოფიერი პირველი სასწავლო წელიც საზეიმოდ დააგვირგვინეს.
კლასის დამრიგებლის მზია ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც პატარებმა ცოდნა შეაჯამეს და სასწავლო წლის დასასრულიც აღნიშნეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ლექსები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, არჩილ სადუნაშვილმა, მოსწავლეებს მიულოცა ეს საზეიმო დღე და მოტივაციის ამაღლების მიზნით სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: