სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარინა გოგაშვილის ხელმძღვანელობით ულამაზესი ღონისძიება „ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“ გამართეს. საღამო ქიზიყელი მწერლის და პოეტის - ნინო ზედელაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.
ბავშვებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
„პოეზიის საღამოს ხიბლს მატებდა ნინო ზედელაშვილის მუსიკოსი მეუღლის - დავით კერესელიძის და ქალიშვილის თამარ (თაკო) კერესელიძის შექმნილი მელოდიები“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას, ასევე როგორც აღნიშნავენ, ამშვენებდა ცეკვები: ქართული, თუშური, რაჭული და სხვა. აღნიშნნულ დღეს ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„საღამოს ახლდა ემოცია. უზმოდ გახარებულმა და კმაყოფილმა პოეტმა დიდი მადლობა გადაუხადა პედაგოგ მარინა გოგაშვილს და სკოლის დირექციას მიწვევისა და გვერდით დგომისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურცსენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ნანა ნანობაშვილი, სკოლის დირექცია, ამავე სკოლის პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვირებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: