Healthy food - საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი გოლთეთის საჯარო სკოლაში  
27-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო პროექტებითა და ინიციატივებით. 

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - Healthy food, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. 

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ჯგუფს დაევალა კონკრეტული დავალებები. საგულისხმოა ისიც, რომ  პროექტი განხორციელდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი ხანგრძლივობა 1 თვე გახლდათ და დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით:

1. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბარათები, რომელიც მოიძიეს თავად და დაარიგეს, როგორც სკოლაში ასევე მის გარეთ.

2. მოსწავლეებს ჰქონდათ გასაუბრება სკოლის ექიმთან და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

3. მოსწავლეებმა YOUTUBE პორტალზე უყურეს ჯანსაღ საკვებზე ვიდეორგოლს, რის შემდეგადაც გაიმართა დისკუსია.

4. მოსწავლეებს ქონდათ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა სხვადასხა კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა იყო ინტერაქციული, სადაც მოსწავლეებმა ამომწურავად და არგუმენტირებულად თქვეს თავიანთი სათქმელი.

5. შემაჯამებელი პრეზენტაცია - თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავიანთი ნამუშევარი ქართულ-ინგლისურ ენებზე. 

ინგლისური ენის პედაგოგი ქრისტინე ლიპარტელიანი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203