უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ
28-05-2024

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის განმარტებით დამტკიცდა, გარემოს დაცვის მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.

იხილეთ დოკუმენტი

გარემოს დაცვის მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია:

I. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება-განვითარებასა და განხორციელებაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის;

II. საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ, საკუთარი წვლილი შეიტანონ და ხელი შეუწყონ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გამოწვევების პროფესიულ დონეზე მართვას;

III. პირთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გარემოს დაცვის მენეჯმენტის სწავლის სფეროს შესაბამისი ცოდნის, უნარების სიღრმისეული დაუფლებით და გარემოსდაცვითი გამოწვევების მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევების კვლევით;

IV. გარემოს დაცვის მენეჯმენტისა სწავლის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

V. დამსაქმებლებისთვის, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ინფორმაცია გარემოს დაცვის მენეჯმენტის სწავლის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენციების შესახებ;

VI. განათლების სფეროს ექსპერტთათვის, რომლებიც პერიოდულად მონაწილეობენ გარემოს დაცვის მენეჯმენტის სწავლის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203