ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვერდა ჩატარდა, რომლის თემა „უწყვეტი ტრადიციებით ევროპისკენ“ გახლდათ.
აღნიშნული შეხვედრა პედაგოგებმა - ხათუნა ბუაძემ, სოფიო კოხრეიძემ, თათია დოღონაძემ, ნინი პანაიოდმა ჩაატარეს.
მათ ისაუბრეს იდეებსა და მისწრაფებებზე, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ჩამოყალიბებას უდევს საფუძვლად.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: