საქობოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია მიეძღვნა 
27-05-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოსწავლეებმა პედაგოგ თამილა  სესიტაშვილის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ სასკოლო საზოგადოებას ეროვნული გმირები გააცნეს, ასევე ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203