ხუნწის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“ და სკოლის დამთავრების აღსანიშნად გადაღებული ორიგინალური ვიდეორგოლი 
28-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბავშვებმა ასევე ორიგინალური ვიდეო გადაიღეს, სადაც შემოქმედებითი უნარები და კრეატიულობა წარმოაჩინეს.

პედაგოგებმა და დირექციამ კი მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„სკოლამ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ჯგუფი გააცილა. ორიგინალურმა ბავშვებმა ორიგინალური ვიდეო გადაიღეს! გილოცავთ, ბავშვებო, სულ წინსვლა და წარმატებები გქონოდეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203