ლაილაშის უძველესი სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად, 300-დან 400 კვმ ფართობი დაიწვა. ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო ავტომობილი ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ლაილაშის სკოლის დირექტორი, ალექსანდრე გიორგობიანი, "Etaloni.ge"- სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად განაგრძობს სკოლა ფუნქციონირებას.
"ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვართ, ამჟამად განათლების სამინისტროდან, გუბერნიიდან და ადგილობრივი თვითმართველობიდან არიან ჩვენთან და მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად განაგრძობს სკოლა ფუნქციონირებას. გამოძიება მიმდინარეობს და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ისინი დაადგენენ." - აღნიშნავს ალექსანდრე გიორგობიანი.