ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
27-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში პირველკასელებისთვის სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

პირველ კლასში „საანბანო ღონისძიება“ ქართულ ენაზე ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ხალისითა და შემართებით მონაწილეობდნენ. 

პირველკლასელები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაემშვიდობნენ ანბანს და სასკოლო ცხოვრების პირველ წელს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღეიდან მათ შეუძლიათ ქართულ ენაზე კითხვა, წერა და წაკითხულის გააზრება.

აღსანიშანვია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის პედკოლექტივი და მშობლები. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენის პედაგოგი ზარუჰი ბდოიანი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203