კულიკამის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
27-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში 26 მაისი იზეიმეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეტად მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ბავშვებმა, სკოლაში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს, სადაც ამ თარიღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მათ მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს, საჭირო ცოდნა, გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203