„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.
კანონში შესატანი ცვლილებები ეხება დირექტორთა უფლებამოსილებას, მასწავლებლობის მაძიებლად დარეგისტრირების ვადებს, საშვებულებო ანაზღაურებისა და შრომითი ანაზღაურების საკითხებს
1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, დირექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს სკოლის სხვა თანამშრომელს.“.
2. 612 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. პირი, რომელიც ამ მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად.“
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6311 მუხლი:
,,მუხლი 6311. საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურება 1. საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია –
ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად).
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო
ანაზღაურება განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.