ვისთვისაა განათლების ვაუჩერი და როგორ ხდება მისი განაღდება - დოკუმენტი
02-06-2024

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2024 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

რომლის მიხედვითაც, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერის, მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ონის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლები დაფინანსდებიან განათლების ვაუჩერის მეშვეობით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

„განათლების ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის ერთჯერადად, არაუმეტეს  1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულების (არაუმეტეს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის) ანაზღაურების ოდენობით.  

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება, მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომელიც/რომლის ოჯახიც დაზარალებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/ სარეზიდენტო პროგრამას/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში“, - აღნიშნულია დოკუმენტში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203