როგორ ავსახოთ კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის განმავითარებელი შეფასებები - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებელბს დეტალურ განმარტებას სთავაზობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
„ავტორიზაციის გავლის შემდგომ, შევდივართ მოდულში ,,მოთხოვნები’’, სადაც გვიჩანს პედაგოგების მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა. მარჯვენა კუთხეში ვაწვებით თვალის ფორმის ფიგურას, რომ ვნახოთ და დავათვალიეროთ დეტალურად, თუ რა ცვლილების განხორციელება სურს პედაგოგს. დათვალიერების შემდგომ გადავდივართ სტატუსის ცვლილების გრაფაზე, ეკრანზე გამოდის გრაფა, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი: დადასტურებული ან უარყოფილი. ასევე შეგვიძლია სურვილისამებრ დავწეროთ კომენტარი. შემდეგ ვაწვებით ღილაკს „შენახვა“.
იხილეთ ვიდეოინსტრუქცია: