ლომანაურის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ მიულოცეს 
28-05-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლაში I კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ერთადერთი პირველკლასელი გიორგი ფუტკარაძეა. მას, სასკოლო საზოგადოებამ 1-ელი კლასის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა და ეს დღე გაულამაზა.

მოსწავლე-მასწავლებლებმა ეს დღე ბუნებაში აღნიშნეს. მოსწავლემ ლექსები წაიკითხა, ცოდნა წარმოაჩინა, დრო კი ნაყოფიერად გაატარა. მას, ასევე 1-ელი კლასის დასრულება უფროსკლასელებმაც მიულოცეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო. 

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს - გიორგი ფუტკარაძეს 1-ელი კლასის დასრულებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203