ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის პირველკლასელები სასკოლო ცხოვრების პირველ წელს, შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა გააერთიანეს ის ცოდნა, რასაც მთელი წლის მანძილზე აგროვებდნენ და მრავალფეროვანი, მხიარული ღონისძიების სახით წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
ღონისძიება ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო აღმოჩნდა, დასასრულს მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ, რამაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა დღე.
პედაგოგებმა მოსწავლეებს მხიარული და ნაყოფიერი დასვენება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: