ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი თბილისში, მაგიდის ჩოგბურთში გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს პირველობაზე მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ჩემპიონატში, სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით, ღირსეულად იასპარეზა და გაიმარჯვა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალში წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ სკოლას, მოსწავლეებსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამსახურებულ პედაგოგს - ავთანდილ ვანაძეს ამ დიდ გამარჯვებას! წარმატებები სამომავლოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: