მარტუნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
28-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო.

სკოლის, ქართული სექტორის I კლასელებმა მათთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ღონისძიებაში მოსწავლეები, თამარ მელიქიძის ხელმძღვანელობით დიდი შემართებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედკოლექტივი და მშობლები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203