ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოსწავლეთა მიღწევებიც ადასტურებს.
ამჯერად, მე-2 კლასელებმა საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა „ნონა გაფრინდაშვილის თასზე“ წარმატებით იასპარეზეს.
მათ ანალიტიკური, სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს და თავიანთი შედეგებით სკოლა ასახელეს.
სასკოლო საზოგადოება მათი წარმატებით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტო: