ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა ეწყობა და ცხადია, დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა დედამიწს დღეც.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატები შექმნეს და ინფორმაციული თვალსაჩინოება სასკოლო სივრცეში განათავსეს, რათა იყოს შეხსენება იმისა, რომ დედამიწას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება.
მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ უფრო სიღრმისეულად გაიაზრეს ამ დღის არსი და განსაზღვრეს თავიანთი როლი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
იხილეთ ფოტოები: