დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი კვების შესახებ საინტერესო ღონისძიება მოეწყო
28-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში, სპორტის მასწავლებელმა - ასთხიკ მარკოსიანმა ჯანსაღი კვების შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიება საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვებმა ითამაშეს, იცეკვეს და  ჯანსაღი კვების შესახებ ისაუბრეს.

მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის ჯანსაღი კვება.

ეს დღე ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203