საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა თვითმმართველობის ორგანიზებით სპექტაკლი „მაშა და დათვი“ გაითამაშეს.
მათ პედაგოგი მარინე ნადირაძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა გმირების როლები შესანიშნავად მოირგეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რო მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: