ჯვარას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს 
28-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი აქტივობები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა და იმ გზაზე ისაუბრეს, რაც დამოუკიდებლობამდე ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. 

აღსანიშნავია, რომ მათ პატრიოტული გზავნილები საქართველოს დროშებით ხელში გააჟღერეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203