თითქმის წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წამყვან-მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა შესაბამისი სტატუსის მისაღებად პორტოფლიოები წარადგინეს; მათ ნაწილს ატვირთული დოკუმენტები დადებითად შეუფასდა, ნაწილს კი დაუხარვეზდა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ამ მასწავლებლებს დახარვეზებული პორტფოლიოების ხელახლა დაცვის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
როდის? - ეს კითხვა აქვთ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც შესაბამისი სტატუსის მისაღებად მხოლოდ პორტფოლიოს დაცვა სჭირდება.
აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პედაგოგებთან აპრილში ჩატარებულ შეხვედრაზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს 2024 წლის სექტემბრამდე მიეცემათ:
„მინისტრის განმარტებით, იმ მასწავლებლებს, ვისაც ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024 წლის სექტემბრამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.