წყალტუბოს N2 სკოლის თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა წლიური ანგარიში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა
28-05-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არაერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებისთვის სკოლაში მიიწვიეს ქალაქის მერი - გენადი ბალანჩივაძე, ვიცემერი - გიორგი ყურაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მამუკა ჩხეტიანი. ასევე, გოგა ონიანი, თემურ ჭეიშვილი, ლევან ჩანქსელიანი, სოფიო ყანჩაველი, ნინო ხურცია.

სკოლაში იმყოფებოდნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლები - ლანა თოთაძე, ირაკლი თევზაძე და წყალტუბოს N4 სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე- თაზო დუნდუა.

ღონისძიება პატრიოტული სულისკვეთებით  წარიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აქტივობაში შემდეგი კლასების მოსწავლეები მონაწილებდნენ:

  • მე-5, მე-5, მე-5 კლასები - დამრიგებლები: თინათინ ჩიხლაძე, ნინო ბუცხრიკიძე, მარიეტა ვეფხვაძე;
  • მე-6 კლასი - დამრიგებელი დალი კინწურაშვილი;
  • მე-7, მე-7, მე-7 კლასები - დამრიგებლები: მანანა ყურაშვილი, ალეკო ღონღაძე, ირმა კაკრიაშვილი;
  • მე-8,მე-8 კლასები - დამრიგებლები: ნინელი კუხალაშვილი, ირმა კეთილაძე;
  • მე-9 კლასი - დამრიგებელი მედეა მოდებაძე;
  • მე-10,მე-10, მე-10 კლასები - დამრიგებლები: დარეჯან იობიძე, მარინა გოლეთიანი, მზია მაისურაძე;
  • მე-11, მე-11 კლასები - დამრიგებლები: როზა ხაბულიანი, მარიკა ღურჭუმალიძე.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების მასწავლებელ ირმა კაკრიაშვილის და მისი მოსწავლეების ჩართულობით, გამოცხადდა კონკურსი - „საქართველოს ხელნაკეთი დროშები“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის თვითმმართველობამ (თავმჯდომარე-ნინი მამარდაშვილი) და სამოქალაქო კლუბის პრეზიდენტმა - მატრონა ანთიძემ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინეს. მათ ვიდეოფილმებით „გააცოცხლეს„ ყველა ჩატარებული ღონისძიება, დაასახელეს შემდეგი აქტიური მოსწავლეები: მარი გეჯუა, მარი ქორიძე, დაიანა დვალიშვილი, მარი დოლაბერიძე, მარიამ ედიბერიძე, ანასტასია გოგონაძე, როლანდი თევდორაძე, თინათინ ლიპარტელიანი, ანი სიორიძე, საბიანა ბანძელაძე, ემილია ქუთათელაძე, ნინი გოგოჭური, რომელთაც მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექციამ კი აქტიური მოსწავლეები, პედაგოგები და შეხვედრის ორგანიზატორები: სამოქალაქო განათლების პროგრამის პასუხისმგებელი პირი - მარინა გოლეთიანი და სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“ ხელმძღვანელი- მზია მაისურაძე დააჯილდოვა

შეხვედრამ ამაღლებული და ხალისიანი განწყობით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203