ნუკრიანის N2 საჯარო სკოლიდან ერთადერთი მე-12 კლასელი ემოციურად და დიდი სიყვარულით გააცილეს 
28-05-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება მოეწყო, სადაც მე-12 კლასელ ანი ფირაშვილს სკოლის დამთავრება დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს.

მოსწავლემ ღონისძიებაზე, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენა და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს მომავალში წარმატებებს და წინსვლას უსურვებს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203