საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
აღნიშნულ ღონისძიებაში, მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე სომხური სექტორის მოსწავლეები (პედაგოგები მანანა თარაშვილი და სოფო მამაჯანაშვილი).
ღონისძიება დაიწყო საქართველოს ჰიმნით, რომელიც სომხური სექტორის მეორეკლასელებმა შეასრულეს. პედაგოგმა მანანა თარაშვილმა ისაუბრა ქართული ენის ღირებულებაზე და 1978 წელს განვითარებულ მოვლენებზე, რომლის შედეგადაც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები ქართულ ენაზე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, კლასში წარმადგინეს ხალხური ცეკვები.
ღონისძიების ბოლოს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.