ხორხელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
28-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და ამ დღის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ გაანალიზეს, რომ სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

ღონისძიების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ბაბილაშვილი-მახარაძე გახლდათ.

ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203