წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარადგინეს.
მათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები „გააცოცხლეს“ და მათი როლები დიდი ოსტატობით „მოირგეს“.
ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, კლასის დამრიგებლის - ლელა გიორხელიძის ხელმძღვანელობით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ზეიმი მუსიკის მასწავლებლის - მაია თევდორაძის ჩართულობით გაიმართა.
საზეიმოდ მორთული გარემო სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ.
იხილეთ ფოტოები: