ეფრემოვკის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოეწყო.

ღონისძიებას დაწყებითი კლასის მასწავლებელი ალისა დუმოიანი ხელმძღვანელობდა.  

ზეიმზე ბავშვებმა სომხური ანბანის შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს, წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სახალისო ნომრები - იცეკვეს, იმღერეს და თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

„ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო. მას ამშვენებდა ულამაზესი ლექსები, მუსიკალური სპექტაკლები, საცეკვაო ნომრები და მესროპ მაშტოცისადმი მიძღვნილი ლამაზი სტრიქონები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მასწავლებლის ღვაწლი და შრომა აღნიშნეს მშობლებმა, დამსწრეთ და პედკოლექტივმა.

პედაგოგმა მოსწავლეებს სწავლაში წინსვლა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენს I კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. დაე, შეძენილი ცოდნა გახდეს მეცნიერების კარის გასაღები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203