როგორ ნახონ მასწავლებლებმა მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი - ინსტრუქცია
30-05-2024

როგორ ვნახოთ მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი  - სასწავლო წლის მიწურულს ეს საკითხი აქტუალურია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, სწორედ ამიტომ გთავზობთ ინსტრუქციას და ვიდეოს, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული ინფორმაციის ნახვაში.



როდესაც გავივლით ავტორიზაციას ელექტრონულ ჟურნალში, შევდივართ მოდულში მონაცემები და ვირჩევთ გრაფას ჯამური შეფასების რეპორტი. შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელშიც უნდა შევიტანოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, ეს გახლავთ კლასი, შეფასების ტიპი, მოსწავლე და საგანი, შემდეგ ვაწვებით ღილაკს შესრულება. ამის შემდეგ ეკრანზე გამოდის ინფორმაცია, რომლის დათვალიერებასთან ერთად, შეგვიძლია მისი ექსპორტი, მარჯვენა ზედა კუთხეში, ისრის ღილაკის საშუალებით“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინსტრუქციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203