ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი და მრავალფეროვანი აქტივობები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, სამი საგნის (ხელოვნება, სამოქალაქო, მუსიკა) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია ვინსენტ ვან გოგის შესახებ, ასევე დახატეს მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციები, შემდგომ კი მათი გამოფენა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათი ნამუშევრებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ასევე, სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და გამოფენას დაურთეს ჯანსაღი კვების ალაფურშეტი.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი ეკატერინე ოსტროვსკა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: