ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კვირეული მიეძღვნა
29-05-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში, აღინიშნა, ეროვნული სამოსის დღე, გაიმართა ღონისძიება - „აფხაზეთი ტკივილია ჩემი“. 

გარდა ამისა, იქ აჯამეთის ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს, მომავალი პირველკლასელები ეროვნული სულისკვეთებით გამოირჩეოდნენ. 

 „ეს ბავშვები არიან ჩვენი საიმედო მომავალი. გეცხოვროთ ერთიან, დამოუკიდებელ საქსრთველოში“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203