საზეიმოდ აწკრიალებული „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ლამაზი ღონისძიება აბულის საჯარო სკოლაში
29-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. 

სკოლაში მე-12 კლასის 11 მოსწავლისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს. 

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლა მაღალი შეფასებებით დაამთავრეს. სკოლის მთელი კოლექტივი ულოცავს დამრიგებელს - ვაღარშაკ აღაჯანიანსა და ყველა კურსდამთავრებულს ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღეს და უსურვებს წარმატებებს მომავალ ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203