ტოლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს
29-05-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

ბავშვებმა I კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. მათ, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიებაზე ისინი დაჯილდოვდნენ, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე მათთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203