თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ქართული ენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. მათ სკოლის ფილოლოგმა, თემასთან დაკავშირებით, მინი ლექცია ჩაუტარა. შემდეგ მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნამუშევრები შეასრულეს და ერთმანეთს წარუდგინეს. მათ ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
აღნიშნული ღონისძიება ცეკვა-სიმღერით დასრულდა.
იხილეთ ფოტობი: