მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ლამაზი ღონისძიებით „გააცილეს“.
საზეიმოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებმა არაერთი ნომერი გამართეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები სამ - ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს.
პატარა მოსწავლეებმა იხალისეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ.
აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: