ხავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ლამაზი ღონისძიებით „გააცილეს“
29-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, პატარა მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და სომხური ანბანი ლამაზი, შთამბეჭდავი ღონისძიებით „გააცილეს“.

ზეიმს პირველი კლასის დამრიგებელი - ჯულიეტა იორდანიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და ასო-ბგერები დიდი მონდომებით შეისწავლეს.

პირველკლასელებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203