ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწობა. მათ შორის, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. ამჯერად, ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.
ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო, მათ არაერთი შემოქმედებითი ნომერი გამართეს და იმ გზაზე ისაუბრეს, რაც დამოუკიდებლობამდე საქართველომ გაიარა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები: