ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება
29-05-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, რასთან დაკავშირებითაც სკოალში მათი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

ლამაზი და შემოქმედებითი ნომრებით დატვირთული ღონისძიების ორგანიზატორი პირველი კლასის მასწავლებლის მედეია შეყილაძე გახლდათ. მან პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. 

მოსწავლეებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, ნასწავლი მასალა გაიხსენეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა - დოდო მოდებაძემ, პედაგოგებმა - ციალა კაპანაძემ  და სხვებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

„ყველაფერი პირველთან ასოცირებული დიდ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ შევეცადე, მათთვის დაუვიწყარი დღე მეჩუქებინა. მართალია, პირველი კლასი არ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ ჩემი მესამეკლასელი გოგოების დახმარებით, გავმართე ღონისძიება. ჩემმა მცდელობამაც გაამართლა. 

პირველკლასელთა გამოსაშვები ზარი იყო მხიარული, დადებითი ემოციებით სავსე. ვიცი ეს დღე მათთვის დაუვიწყარ კვალს დატოვებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველი კლასის დასრულებას გისურვებთ მშვიდობიან და მხიარულ დასვენებას.წარმატებებით სავალი იყოს თქვენი მომავლის გზები.

უყვარხართ მედეა მასწავლებელს“,- წერს პედაგოგი მედეია შეყილაძე.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203