დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
29-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, კლასის დამრიგებელმა - ნანა ბარბლიშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა - ირმა აბრამიშვილმა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სკოლის დირექცია ულოცავს პირველკლასელებს, მათ მშობლებს „ანბანის გაცილებასა“ და კლასის დასრულებას.

ასევე, აღსანიშნავია, მშობელთა აქტიურობა. მათ, ღონისძიების ორგანიზებაში წვლილი მიუძღვნით.

„გვყავს საუკეთესო მშობლები, რომლებიც საკლასო და სასკოლო ღონისძიების ჩატარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203