უჩმანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
29-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლითაც პატარა მოსწავლეებმა ქართული ანბანი „გააცილეს“. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203