თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი ღონისძიებითა და სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს.
სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს, მიღებული ცოდნა შეაჯამეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა, მათ საყვარელი პედაგოგები დაემშვიდობნენ და ბედნიერი დასვენება უსურვეს.
„არდადეგების სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო! მადლობა ყველაფრისთვის! მომენატრებით!“, - ამ სიტყვებით გააცილა კლასის ხელძღვანელმა, ხათუნა კლდიაშვილმა პატარები და მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები: