აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო პროცესის შეთავაზებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამის დასტურია, სკოლის ბაღში განხორციელებული პროექტი - „ფერად-ფერადი ექსპერიმენტები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის და მოტივაციის გაზრდა.
პროექტში მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თითოეულმა კლასმა წარმოადგინა საოცარი ექსპერიმენტები, მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები წარმატებით გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების შექებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობდა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ლია კუპრეიშვილი.
პროექტში გამოყენებული ექსპერიმენტების ნაწილი აღებული იყო სახელძღვანელოდან - „მეცნიერება სახალისოა“, რომლის ავტორი გახლავთ ქიმიის დოქტორი ხათუნა გოგოლაძე.
იხილეთ ფოტოები: